შესავალი წინაპართა კურნების პრაქტიკაში

ღონისძიება, რომელიც დანიელ ფორის ხელმძღვანელობით თბილისში, საქართველოში, გაიმართება

15 ივლისი, 2026

19:30 თბილისი | 11:30 ნიუ-იორკი | 16:30 ლონდონი

90 წუთი

ღონისძიება პირდაპირ ეთერში Zoom-ის მეშვეობით ჩატარდება და მოხდება მისი ვიდეო და აუდიო ჩაწერა.
ჩანაწერი გაეგზავნება თითოეულ პირს, რომელიც ღონისძიების დასრულებამდე და დასრულების შემდგომი 48 საათის განმავლობაში გაივლის რეგისტრაციას.

ღონისძიების შესახებ

თითოეულ ადამიანს თავისი წინაპრების მრავალი თაობის სამოსელი აქვს შემოსილი, – ნაქსოვი გამარჯვებებისა და მწუხარებისაგან, მედგრად დგომისა და შინაგანი მშვენიერებისაგან.. ჩვენი საგვარეულო ხაზები თავიანთ თავში ინახავენ როგორც ნიჭებს, ისე იმ ჭრილობებს, რომლებიც ჯერ კიდევ კაცობრიობის ისტორიის ადრეულ საწყისებში გაჩნდა. ჩვენი არჩევანი, ამ მემკვიდრეობასთან დაკავშირებას რაოდენ ღრმად გადავწყვეტთ, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს გზას ამ წარმავალ ცხოვრებაში. ამ ღონისძიებაზე, სადაც დასწრება თავისუფალია, წინაპართა და საოჯახო ხაზების კურნების ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და თაობათაშორის დამკვიდრებულ მეთოდსა და მიდგომას გაეცნობით.

უფასოდ დარეგისტრირება
event free replay cover image

წინაპართა კურნება არის პროცესი, რომელიც პიროვნული, ოჯახური და კულტურული განკურნების მიზნით, ჩვენი საგვარეულო ხაზის წინაპრებთან, უსაფრთხო, უშუალო, გაცნობიერებული, ურთიერთობის დამყარებას გულისხმობს. სწორი მიდგომის შემთხვევაში, წინაპართა კურნებას შეუძლია დიდი ხნის სტაგნაცია ამოძირკვოს, ცხოვრება უფრო ნათელი გახადოს და გააძლიეროს უნარი, ვიყოთ სასარგებლო სხვებისა და საკუთარი თავისთვის და რაც მთავარია, – ვიყოთ მტკიცენი. წინაპრებთან კავშირი ყველასთვის შესაძლებელია და ამ კავშირის დამყარება ფუნდამენტური სასიცოცხლო უნარია.

გაიგე მეტი ამ ღონისძიების შესახებ

ამ 90-წუთიან სწავლებაში პროფესორი დანიელ ფორი, “წინაპართა კურნების” წიგნის ავტორი და „წინაპართა საგვარეულო ხაზის კურნების“ მეთოდის შემქმნელი, წინაპრებთან ურთიერთობის საფუძვლებს მიმოიხილავს. მეთოდზე საუბრის დროს, იგი სხვადასხვა რიტუალურ ტრადიციებში მიღებულ თავის მრავალწლიან გამოცდილებას, თერაპევტის კვალიფიკაციასა და ისტორიული სიმართლისა და კულტურული განკურნებისადმი ერთგულებას დაეყრდნობა.

საუბარი იქნება მკაფიო, პრაგმატული და გასაგები. თქვენ გაეცნობით სპეციალურ ტექნიკას, რომ თქვენს ბრძენ და კეთილისმყოფელ წინაპრებს უსაფრთხოდ დაუკავშირდეთ. დრო დაეთმობა სწავლებას, ხელმძღვანელობით პრაქტიკას და კითხვა-პასუხის სესიას.

გაეცანით სხვა მსგავს შეთავაზებებს

მომხსენებლების შესახებ

დანიელ ფორი

წამყვანი მასწავლებელი

დანიელი ფსიქოლოგიის დოქტორია, გამოცდილი რიტუალისტი, „წინაპართა კურნების“ დამფუძნებელი და ავტორი წიგნისა: – „წინაპართა კურნება: რიტუალები პირადი და ოჯახური კურნებისთვის”. იგი დასავლეთ აფრიკის იორუბაენოვანი ხალხის, ორისას ტრადიციაში ინიცირებული პრაქტიკოსი მუსლიმია, რომელსაც თავისი ინგლისელი და გერმანელი წინაპრების უძველესი წეს-ჩვეულებები აქვს შესწავლილი. დანიელი კულტურული განკურნების, ანიმისტური ეთიკისა და გამოყენებითი რიტუალური ხელოვნების მეთოდების გაცნობით დიდი ენთუზიაზმით ამზადებს მომავალ ლიდერებსა და საზოგადოებრივი ცვლილებების შემოქმედებს. იგი მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს ესპანეთში, გრანადის მახლობლად, სიერა-ნევადის მთების ძირში.

daniel foor ancestral medicine 800sq

ანა ანთაძე

თარჯიმანი

ანა ანთაძე (M.A.) არის ქართველი ხელოვანი, კულტურული მკურნალი და წინაპართა საგვარეულო ხაზის კურნების პრაქტიკოსი. გულმა ანი თავისი წინაპრებისკენ წაიყვანა და გააცნობიერა, რომ ამ სამყაროში სიყვარულისა და სამართლიანობის დამაყრების პროცესში მარტონი არ ვართ. ჩვენს წინაპრებს ჩვენი მხარდაჭერა შეუძლიათ. ანი სიამოვნებით დაგეხმარებათ თქვენს წინაპრებთან სიყვარულით განმსჭვალულ ღრმა სიბრძნესთან კავშირის დამყარებაში. მასთან დაკავშირება მისი ვებ-გვერდიდან შეგიძლიათ: Shibianta.com andასევე შეგიძლიათ მის არტ და კულტურული განკურნების პროექტებს გაეცნოთ ამ ვებ-გვერდზე: anaantadze.com

ana antadze ancestral medicine 380sq

გაქვთ კითხვა, რომელზეც პასუხი აქ ვერ იპოვეთ?

Translate