წინაპართა საგვარეულო ხაზის კურნება

თბილისი, საქართველო

17-19 ივლისი, 2026 წელი

სამდღიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი პროფესორი დანიელ ფორისა და საგვარეული ხაზების კურნების პრაქტიკოსებთან ერთად

სამუშაოს შესახებ

წინაპართა საგვარეულო ხაზის კურნება არის ტექნიკა, რომელიც პირადი, ოჯახური და კულტურული ტრავმების მოსაშუშებლად წინაპრებთან უშუალო კავშირის დამყარებას გულისხმობს. ეს პროცესი ჩვენს ბრძენ და კეთილისმყოფელ წინაპრებთან უსაფრთხო და უხიფათო ურთიერთობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და მათი მხარდაჭერით საგვარეულო შტოების კურნება ხდება.

თუ უკვე მუშაობდით საკუთარი თავის განკურნებაზე და ახლა უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა გსურთ, საგვარეულო კურნება სწორედ ის არის, რასაც დაეძებთ. ეს მიდგომა ფსიქოლოგიის, კულტურული კურნებისა და სულიერ-რიტუალური ტრადიციების ელემენტებისგან შედგება. აქ გადაიჭრება თაობათაშორის ციკლებში ფესვგადგმული მტკივნეული შაბლონები და უახლოეს და შორეულ წინაპრებთან კავშირის აღდგენით, შესაძლებელი ხდება, არიდებული კურთხევების დაბრუნება, ცოცხალ ადამიანებთან არსებული ურთიერთობის გაუმჯობესება, დაფუძნებისა და ფესვგადგმის განცდის გაძლიერება, ცხოვრებისეული მიზნისა თუ გზის უკეთესად გააზრება.

4

გაეცნობით და შეისწავლით მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენს გარდაცვლილ ოჯახის წევრებთან და წინაპრებთან პირდაპირი, უსაფრთხო, მტკიცე კავშირი დაამყაროთ და შეინარჩუნოთ.

join, heal

დაუკავშირდეთ მეგზურ წინაპრება და მათი დახმარებით, თქვენი ოჯახის კურნებაზე მუშაობა შეძლოთ.

5

თქვენი წინაპრების დახმარებით თაობათაშორისი ჭრილობები მოიშუშოთ და განკურნოთ.

თბილისის შესახებ

მე-5 საუკუნეში დაარსებული თბილისი, საქართველოს ერთდროულად ერთ-ერთი უძველესი ქალაქიცაა და დინამიკური, თანამედროვე დედაქალაქიც. ძველ თბილისში სეირნობის დროს ბიზანტიურ ბაზილიკებს, სპარსულ აბანოებს, არაბულ-ოსმალურ არქიტექტურასა და საბჭოთა მოდერნიზმს აღმოაჩენთ, რომელიც უნიკალურ ქართულ სტილში ერთიანდება. როგორც კულტურების, ენებისა და ისტორიული იმპერიების გადაკვეთის წერტილი, თბილისი გულღია, დაუმორჩილებელი, სტუმართმოყვარე და სიცოცხლით სავსე ქალაქია. შოთა რუსთაველის სიტყვები რომ მოვიშველიოთ: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა – დაკარგულია“ – ეს ფილოსოფია დღემდე ფეთქავს ქალაქის გულში, სადაც „სტუმარი ღვთისაა!“.

ქართველები კულტურული სიამაყით სავსე ხალხია და თავიანთი მიწის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობის შეგრძნება აქვთ, რაც კულტურული სიამაყითა და ისტორიული ტკივილით, სიხარულითა და სამძიმილითაა ნაწრთობი. მრავალხმოვანი პოლიფონია მათი ღრმა ჭრილობებიდანაა გამომდინარებული და მათი სუფრები საუკუნოვანი დანაკარგების ფონზეა გაშლილი, ხოლო მათი სიმტკიცე მტრის შემოსევებისა და ოკუპაციის შედეგია. საბჭოთა კავშირის დაშლამ და 90-იანი წლების აფხაზეთის ომმა ღრმა იარები დააჩნია თაობას, რომლებიც დღემდე იჩენს თავს ოჯახებსა თუ ცალკეულ ადამიანებში. ძლიერ მეზობელ სახელმწიფოებთან დაძაბულმა ურთიერთობებმა ერს წინააღმდეგობის გაწევა ასწავლა და სუვერენიტეტისადმი ურყევი ნება ჩამოუყალიბა. ქვეყნის ისტორია მათ მეხსიერებაში, ხელოვნებასა და იუმორში ცოცხლობს.

დღევანდელი თბილისი მყიფე, მაგრამ ნათელ ცენტრში დგას, – ადგილას, სადაც ისტორია არ გაყინულა, არამედ გრძელდება და თაობათა შორის პოულობს ალაგს, შესაბამისად, საგვარეულო ხაზის კურნება მოითხოვს როგორც მეომარი სულის, ისე – სინაზის, სტუმართმოყვარეობისა და გლოვის, სიამაყისა და იმ თავმდაბლობის გაერთიანებას, რომელიც თან ახლავს ქართულ იდენტობას და ადამიანებში არსებულ გადაუჭრელ შინაგან კონფლიქტებს. წინაპრების მხარდაჭერით, ჩვენ გამოვიკვლევთ პირად, ოჯახურ და კულტურულ ტკივილს, – არა განდევნისა და დავიწყების, არამედ გახსენების, ინტეგრაციისა და აღდგენის მიზნით. თბილისში გამართულ ინტენსიურ შეხვედრებზე დამსწრეებს ვპირდებით, რომ მათ მიმართ დიდ სტუმართმოყვარეობას გამოვიჩენთ, საუკეთესო კერძებით გავუმასპინძლდებით და ერთად გატარებულ დროში უძვირფასეს გამოცდილებას შევძენთ.

საორგანიზაციო საკითხები

საცხოვრებლისა და კვების ხარჯები არ შედის მონაწილეობის საფასურში. გთხოვთ, ყოველდღე, დროულად მობრძანდეთ შეხვედრის ადგილზე და დარჩეთ ღონისძიების დასრულებამდე.

მისამართი: თბილისი, ახმეტელის 10ა; 0159; Lenø Records.
ბმული რუკაზე: https://maps.app.goo.gl/n6knzX2TQ7bpnUiL6

ღონისძიება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება ქართულენოვანი სინქრონული თარგმანი (ჩურჩულით), რათა მონაწილეები სრულფასოვნად იყვნენ ჩართულები. ჯგუფური რიტუალებისთვის სრული სამი დღის განმავლობაში, დღეში დაახლოებით შვიდი საათით (09:30-13:00 და 15:00-18:45), შევიკრიბებით. დარბაზში დაგხვდებათ სკამები, იატაკზე – ბალიშები და პლედები. გირჩევთ, თან იქონიოთ ყველაფერი, რაც პირადი კომფორტისთვის დაგჭირდებათ. გვექნება ორსაათიანი შესვენება სადილისთვის, რომ ახლომდებარე რესტორნებით სარგებლობა შეძლოთ.

ჩვენი მუშაობის მეთოდი ფსიქოლოგიურად დასაბუთებული, რიტუალურად უსაფრთხო და კულტურულად ინკლუზიურია. სწავლებასა და პრაქტიკას დანიელ ფორი და მასთან გადამზადებული ასისტენტების ჯგუფი გაუძღვება. სიხარულით მივიღებთ მათ, ვინც ახლა იწყებს წინაპრებთან მუშაობას, ასევე ვუმასპინძლებთ ნაშვილებ პირებს და ყველა სხვა ადამიანს, ვისაც ოჯახთან დაკავშირებული რთული გამოცდილება აქვს. ჩვენი წრე და შეკრება ისტორიული ტკივილის მოსაშუშებელ უსაფრთხო სივრცეს გპირდებათ!

გაცნობითი შეხვედრა

ოთხშაბათს, 15 ივლისს, 19:30-დან 21:00 საათამდე, დანიელ ფორი ჩვენს ძირითად ლოკაციაზე უფასო საჯარო ლექციას გაუძღვება. შეხვედრის თემაა „შესავალი წინაპართა კურნებაში“. დრო დაეთმობა დისკუსიას და უზრუნველყოფილი იქნება ლექციის ქართულენოვანი თარგმანი.

დასწრებაზე წინასწარი დადასტურება საჭირო არ არის. კარი გაიღება 19:00 საათზე, რომ მშვიდად მოწყობა და სურვილის შემთხვევაში, სხვა დამსწრეების გაცნობა შეძლოთ. ლექცია დაიწყება ზუსტად 19:30-ზე.

ინტენსიური შეხვედრის მონაწილეებისთვის ოთხშაბათის შეხვედრაზე დასწრება ნებაყოფლობითია და არ წარმოადგენს აუცილებლობას, რადგან მსგავს მასალას პირველ დილასაც განვიხილავთ. ეს შეხვედრა უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვინც უბრალოდ, საგვარეულოს კურნების თემითაა დაინტერესებული.
ღილაკი: ინტენსიური შეხვედრისთვის ადგილის დაჯავშნა

sit in circle icon

სრული სამდღიანი სწავლება, რიტუალებისადმი სხვადასხვაგვარი მიდგომის ჩვენება და კითხვა-პასუხის რეჟიმის შესაძლებლობა.

icon

წრეში შესრულებული ათზე მეტი პრაქტიკული სავარჯიშო, დოლის დაკვრის, სიმღერისა და შესაწირავის გაღების თანხლებით.

evil icon 7

პირადი გამოცდილების გასაზიარებლად მცირე ჯგუფებად მუშაობა, რასაც გადამზადებული რიტუალისტები წარმართავენ.

evil icon 5

მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოსადეგი მეთოდის სწავლა, რომელიც ოჯახთან და წინაპრებთან უსაფრთხო კავშირის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

wwtd icon 3.png

ერთობლივი ძალისხმევით შექმნილი შესაწირავის გაღება თქვენი წინაპრებისთვის და კულტურული განკურნებისთვის აღვლენილი საერთო ლოცვა.

მუშაობის დროს ფსიქოლოგიურად დასაბუთებულ, რიტუალურად უსაფრთხო და კულტურულად ინკლუზიურ მეთოდებს ვეყრდნობით. სწავლებებსა და პრაქტიკას დანიელ ფორი და გადამზადებული ასისტენტების გუნდი უძღვება. ჩვენთან მოსვლა და დასწრება შეუძლია ყველას, ვინც ახლა იწყებს წინაპრებთან მუშაობას, ასევე ნაშვილებ პირებს და აგრეთვე, მათაც, ვისაც ოჯახთან დაკავშირებული რთული გამოცდილება აქვს.

რეგისტრაცია თბილისის ღონისძიებაზე

აღნიშნული საფასური მხოლოდ ღონისძიებაზე დასწრების ღირებულებაა. საცხოვრებლისა და კვების ხარჯები მონაწილეებმა თავად უნდა უზრუნველყონ.

ფასი ევროკავშირის ქვეყნების, აშშ-ის და სხვა მდგრადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების წარმომადგენლებისთვის
$ 675
USD
  • (დაახლოებით 570 ევრო ან 1825 ლარი, ვალუტის ოფიციალური კურსის მიხედვით).
  • შესაძლებელია გადასახადის 3 და 6-თვიანი გადანაწილებაც.
ფასი საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მაცხოვრებლებისთვის*
$ 185
USD
  • (დაახლოებით 155 ევრო ან 500 ლარი, ვალუტის ოფიციალური კურსის მიხედვით)
  • შესაძლებელია გადასახადის 3 და 6-თვიანი გადანაწილებაც.

*ადგილობრივი მონაწილეებისთვის დაწესებული ფასი მიზნად ისახავს ღონისძიების ხელმისაწვდომობას საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული პირებისთვის (მათ შორის მათთვისაც, ვინც სხვაგან ცხოვრობს, მაგრამ თბილისში ჩამოსვლა სურს). ადგილების მინიმუმ 1/3 ავტომატურად დაჯავშნილია რეგიონის წარმომადგენლებისთვის.

თუ ზემოთხსენებული სამი ქვეყნის გარდა სხვა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნიდან ხართ და დასასწრებად ფასდაკლება გჭირდებათ, იხილეთ ქვემოთ მოცემული შეღავათიანი რეგისტრაციის განაცხადი.

თუ არცერთი ეს ვარიანტი არ არის თქვენთვის ხელმისაწვდომი, გვაქვს კიდევ რამდენიმე უფრო ბიუჯეტური ადგილი. ეს ადგილები რეგიონში მცხოვრები მშრომელი კლასისთვის და აგრეთვე მათთვისაა განკუთვნილი, ვინც ისტორიული და კულტურული ჭრილობების კურნებაზე მუშაობს. თუ ეს შეღავათი გჭირდებათ, რა ენაზეც არ უნდა მეტყველებდეთ, არ მოგერიდოთ მოწერა, საყოველთაო ხელმისაწვდომობა ჩვენი ჯგუფის მთავარი ღირებულებაა!

შეავსეთ განაცხადი აქ: [შეღავათიანი რეგისტრაციის ფორმა].

ინსტრუქტორის შესახებ

დანიელ ფორი

დანიელი ფსიქოლოგიის დოქტორი, გამოცდილი რიტუალისტი და ავტორია წიგნისა „წინაპართა კურნება: რიტუალები პირადი და ოჯახური კურნებისთვის“. იგი დასავლეთ აფრიკის, იორუბას ენაზე მოლაპარაკე ტომის, იფა-ორიშას ტრადიციაშია ინიცირებული. სწავლობდა მაჰაიანა ბუდიზმის, ისლამური სუფიზმისა და თავისი ინგლისელი და გერმანელი წინაპრების უძველესი ტრადიციების მასწავლებლებთან. დანიელი დიდ ყურადღებას უთმობს მომავალი ლიდერებისა და ცვლილებების შემოტანის ძალის მქონე ადამიანების მომზადებას კულტურული კურნების, ანიმისტური ეთიკისა და გამოყენებითი რიტუალური ხელოვნების გადაკვეთის თვალსაზრისით. იგი მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად ესპანეთში, გრანადის მახლობლად, სიერა-ნევადას მთებში ცხოვრობს. გაიგეთ მეტი

daniel foor ancestral medicine 800sq

ასისტენტები

ენები:
ქართული, გერმანული, ინგლისური

ენები:
ბერძნული, ინგლისური

ენები:
ინგლისური

ენები:
უნგრული, ესპანური, ინგლისური

ენები:
გერმანული, ინგლისური

ენები:
ინგლისური

ენები:
უნგრული, ინგლისური

ენები:
პოლონური, ინგლისური

ენები:
ინგლისური

წიგნი და შესავალი ლექცია

ინტენსივისთვის მოსამზადებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზა დანიელის საავტორო წიგნის წაკითხვაა. თარგმანი ხელმისაწვდომია 10 ენაზე, მათ შორის ქართულადაც (ბმული აქ).

შესავალ ლექციაში, 90 წუთის განმავლობაში, დანიელი, წინაპართა საგვარეულო ხაზის განკურნების საფუძვლებზე ისაუბრებს (სამუშაო ენა: ინგლისური). ეს ლექცია ჩვენმა პრაქტიკოსთა ქსელმა 20-ზე მეტ ენაზე თარგმნა (ქართულენოვანი ვერსია იხილეთ ქვემოთ, სადაც ასევე მოცემულია რუსული, სპარსული, თურქული, არაბული და სხვა ვარიანტები). ასევე იხილეთ ბლოგპოსტი წინაპართა კურნების ენობრივი ინკლუზიურობის შესახებ.

ხშირად დასმული კითხვები

ვიკრიბებით ყოველდღე, პარასკევიდან კვირის ჩათვლით, ჯერ 09:30-დან 13:00-მდე, შემდეგ კი – 15:00-დან 18:45-მდე. დილით და შუადღეს მოკლე შესვენება გვექნება, და შემდეგ ორსაათიანი შესვენება სადილისთვის. ჩვენი სამუშაო დღე, ოთხი, დაახლოებით 90-90 წუთიანი სესიებისგან (სწავლება და პრაქტიკა) შედგება, ორი სადილიდან და ორი სადილის შემდეგ.

ეს სესიები სწავლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებას (ხშირად დოლის თანხლებით) მოიცავს, ასევე მცირე ჯგუფებს შორის ასისტენტების მხარდაჭერით აზრთა გაზიარებას, საერთო ჯგუფურ დიალოგსა და წინაპრებზე ფოკუსირებულ სხვა რიტუალურ ელემენტებს (მაგ. შესაწირავის გაღება, სიმღერა და ლოცვა). წინასწარი მომზადება საჭირო არ არის, თუმცა რიტუალებთან და პირად თერაპიასთან დაკავშირებული გამოცდილება სასარგებლო იქნებოდა.

საგვარეულო ხაზის კურნების ინტენსივი, წიგნის „წინაპართა კურნება“, პირველ ცხრა თავს ეყრდნობა. მონაწილეები წინაპარ მეგზურებთან ამყარებენ კავშირს, რომ იმ გარდაცვლილებს დაეხმარონ, რომლებსაც ჯერ კიდევ სჭირდებათ მხარდაჭერა. ჩვენი ონლაინ კურსიც ამავე ნაბიჯებს იმეორებს. თავად პროცესი წლების განმავლობაში ცოცხალი შეხვედრების საფუძველზე ჩამოყალიბდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მრავალდღიანი ჯგუფური რიტუალის ალქიმია, მუშაობის სხვა ფორმატებისგან სრულიად განსხვავდება. გაითვალისწინეთ, რომ ეს ინტენსიური შეხვედრები პრაქტიკოსთა მომზადების კურსისგან განსხვავდება. აქ თქვენ სწავლობთ მეთოდებს პირადად გამოსაყენებლად. ეს სამდღიანი კურსი არ ჩაანაცვლებს იმ სიღრმისეულ ტრენინგს, რომელიც სხვებისთვის ამ პროცესის გასაძღოლად გვჭირდება.

ჩვენი მეთოდის მიდგომა კეთილგანწყობის ეთიკას ეფუძნება და ნებისმიერი წარმომავლობისა და სულიერი მრწამსის (ან მისი არქონის) მქონე ადამიანებისთვის ღიაა. ჩვენი ღირებულებების შესაბამისად, ინტენსიური შეხვედრა ფემინისტურ, დეკოლონიზაციურ, ანტირასისტულ, ლგბტქ+ ინკლუზიურ, კლასობრივად გაცნობიერებულ და ბუნების პატივისმცემელ ეთიკაზეა დაფუძნებული. ჩვენ ვცდილობთ ეს ღირებულებები არადოგმატური, თბილი და გულწრფელი ფორმით დავამკვიდროთ. მონაწილეები უშუალოდ თავიანთ წინაპრებთან მუშაობენ და მათგან არ მოითხოვება სხვისი პროცესის მართვა. თბილისის ინტენსიური შეხვედრები ადგილობრივი ისტორიის პატივისცემასა და განკურნებასაც გულისხმობს. ეს მოიცავს ტოლერანტობისა და ინკლუზიურობის მხარდაჭერას, ნაციონალიზმის ნებისმიერი ფორმისგან დისტანცირებას და საქართველოს ტერიტორიული სუვერენიტეტისა და მრავალეთნიკური საზოგადოების პატივისცემას. ჩვენი მიზანი უსაფრთხო სივრცის შექმნაა, სადაც შერიგება და კურნება მოხდება.

მონაწილეები მზად უნდა იყვნენ ღრმა გამოცდილების მისაღებად. პროფესორ ფორთან ერთად, ღონისძიებაში ჩართული იქნება რვა ასისტენტი, მათ შორის ერთი ქართულენოვანი. მიუხედავად ჯგუფის მზაობისა, სამდღიანი ჯგუფური რიტუალის დროს ინდივიდუალური მხარდაჭერის შესაძლებლობები მაინც შეზღუდულია. თუ ეჭვობთ, რომ ეს ფორმატი თქვენთვის შესაფერისი არ არის, შეგიძლიათ, ჯგუფს წინასწარ დაუკავშირდეთ. ეს ინტენსიური შეხვედრები არ არის პირადი თერაპიის შემცვლელი!

თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, გადახდილი თანხის 25% წარმოადგენს ერთგვარ დეპოზიტს, რომელიც უკან არ ბრუნდება. თუ რეგისტრაციის გაუქმება გსურთ, გთხოვთ, რაც შეიძლება მალე შეგვატყობინოთ. დარჩენილი თანხის

დაბრუნება შემდეგი პირობითაა შესაძლებელი:
18 მაისამდე (60 დღით ადრე): ბრუნდება თანხის 75%. 30-დან 60 დღემდე პერიოდში: ბრუნდება თანხის 50%. 17 ივნისის შემდეგ (30 დღეზე ნაკლები): თანხა უკან არ ბრუნდება. ვიტოვებთ უფლებას, ვიყოთ მეტად მოქნილები იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ადგილს სხვა მონაწილე დაიკავებს.

სიამოვნებით დაგეხმარებით! მოგვწერეთ info@ancestralmedicine.org-ზე და ჩვენი გუნდის წევრი, როგორც წესი, ორ სამუშაო დღეში, აუცილებლად გიპასუხებთ. შეგიძლიათ, ქართულადაც მოგვწეროთ, საპასუხოდ Google Translate-ს გამოვიყენებთ, ამიტომ წინასწარ გიხდით ბოდიშს შესაძლო ენობრივი გაუმართაობისთვის.

გაქვთ კითხვა, რომელზეც პასუხი აქ არ არის?

Translate